fbpx
საზოგადოება

პატრა: ახალგაზრდამ მშობლების ფული დახარჯა, სამკაულები გაყიდა და ძარცვის სცენა დადგა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პატრაში მოხდა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციაში ცრუ ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ ყაჩაღობის მსხვერპლი გახდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდამ პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ გაძარცვეს. მისი თქმით, სახლში სამი შენიღბული მამაკაცი შეეჭრა, თავად გაანეიტრალეს, შემდეგ კი, თანხა და ძვირფასეულობა მოპარეს. ოფიცრებმა გამოძიება დაიწყეს და ამ პროცესში აღმოჩნდა, რომ მის მიერ მოყოლილი ისტორია არსებულ ფაქტებს არ შეესაბამებოდა.

საბოლოოდ, დადგინდა, რომ ეს ყველაფერი მან თავად მოიგონა და არანაირი ყაჩაღობა არ იყო მომხდარი. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მშობლების ფული დახარჯა (დაახლოებით 2.000 ევრო), ასევე გაყიდა ყველანაირი ძვირფასეულობა, რაც კი ოჯახში ჰქონდათ და ამ ყველაფრის დასამალად ძარცვის ისტორია შეთხზა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ახალგაზრდა ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს და სასამართლოს წინაშე წარსდგება.

onalem

ტესტ