fbpx
ჯანმრთელობა

დედა შვილს ხელში თვეების მანძილზე ვერ იჭერს, რადგან ბავშვი კანის გარეშე დაიბადა

25 წლის ქალის მშობიარობამ კარგად ჩაიარა, მაგრამ როცა ექიმებმა ბავშვი ხელში დაიჭირეს, თვალებს არ უჯერებდნენ და არც ის იცოდნენ, თუ როგორ მოქცეულიყვნენ. ახალშობილი კანის გარეშე დაიბადა. ისინი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხს დღემდე ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი წყვილი საკუთარ შვილს მოუთმენლად ელოდებოდა და ბიჭი ზუსტად 31 დეკემბერს დაიბადა. ამ ამბის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, რადგან ექიმებმა განაცხადეს, რომ ბავშვის მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილურდება, მაგრამ ტანის უმეტეს ნაწილზე კანი არ აქვს.

“ჩვენ პასუხებს ველით, მაგრამ ყველაფერი ჰაერშია გამოკიდებული. ექიმები მხოლოდ იმას აკონტროლებენ, რომ ჩემს შვილს ტივილები არ ჰქონდეს, მაგრამ ასეთი შემთხვევა მათ პრაქტიკაში არ ყოფილა. ამიტომ, არაფერი ვიცით,” ამბობს დედა.

პატარა ბიჭს კანი მხოლოდ ფეხებზე და თავის არეში აქვს. ტანის დანარჩენ ნაწილსა და ხელებზე კი, არა.

დერმატოლოგთა ინფორმაციით, ეს არის უიშვიათესი დარღვევა, რომელიც მილიონში მხოლოდ 20 ბავშვს ემართება და მისგან სრული განკურნების ხერხები უცნობია. გარკვეული სახის მკურნალობა შეიძლება მედიკამენტებით.

რამდენიმე თვის მანძილზე ქალმა მხოლოდ ორჯერ შეძლო შვილის ხელში დაჭერა. ბავშვი ცხვირში ჩადგმული მილის საშუალებით იკვებება. მასთან მიახლოვება მხოლოდ სპეციალური ტანსაცმლით, ხელთათმანითა და პირბადით შეიძლება.

onalem

ტესტ