fbpx
ჯანმრთელობა

71 ახალი შემთხვევა – საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 695-მდე გაიზარდა

სოტირის ციოდრასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 71 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რამაც საერთო ჯამში დაავადებულთა რიცხვი 695-მდე გაზარდა.

დღეს გარდაიცვალა კიდევ ორი ადამიანი, რის შემდეგაც საბერძნეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.

საავადმყოფოებში მოთავსებულია 114 პაციენტი, ხოლო 35 მათგანი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

ციოდრასი ვარაუდობს, რომ მთელ საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი 8.000-10.000-ს უდრის, ხოლო 695 ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევაა.

onalem

ტესტ