fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთმა იმოქმედა ბევრად სწრაფად, ვიდრე სხვა ევროპულმა ქვეყნებმა” – Reuters

საბერძნეთმა იმოქმედა ბევრად სწრაფად, ვიდრე სხვა ევროპულმა ქვეყნებმა – წერს Reuters კორონავირუსთან დაკავშირებით საბერძნეთის მიერ მიღებულ ზომებზე.

სკოლებმა დახურვა დაიწყეს 10 მარტიდან, დაიხურა კაფე-ბარები, რესტორნები, სავარჯიშო დარბაზები, კინოები და თეატრები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და არქეოლოგიური ტერიტორიები – საბერძნეთის მთავრობამ იმოქმედა ყველაზე სწრაფად მთელ ევროპაში.

გამოცემა ასევე ხაზს უსვამს კირიაკოს მიცოტაკის სიტყვებს: “გადაადგილების შეზღუდვა ალბათ ბოლო ნაჯიბია, რომელიც შეიძლება გადავდგათ და რომელიც იმუშავებს. ჩვენ უნდა დავიცვათ საზოგადოება და ჩვენი ჯანმრთელობა. არ უნდა მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, რომ ვირჩევდეთ, ვინ მოკვდება და ვინ იცოცხლებს. სახლში დარჩენა არის კოლექტიური დავალება და ამოცანა.”

საბერძნეთის მოსახლეობა დაემორჩილა მთავრობის მითითებებს და სახლებში დარჩა, მაგრამ ნაწილის უპასუხისმგებლობამ და სოფლებსა და კუნძულებზე წასვლამ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მიიყვანა – წერს Reuters.

onalem

ტესტ