fbpx
საბერძნეთი

ინფიცირებულთა რეალური რიცხვი საბერძნეთში შესაძლოა 100.000-სს აღწევდეს

პროფესორმა მატინა პაგონიმ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე განაცხადა, რომ ვირუსის მსგავსი შემოტევის პირობებშიც კი, შეუძლებელია, რომ მსოფლიო ისევ ჩაიკეტოს, სწორედ ამიტომ უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი, განსაკუთრებით მე-3 დოზის მიღება.

“არ ველოდით, რომ “იმიკრონი” ასეთი გადამდები აღმოჩნდებოდა. ამჟამად ინფიცირებულთა რეალური რიცხვი საბერძნეთში შესაძლოა 100.000-სს აღწევდეს.

პრობლემა გვაქვს ძირითადად ატიკის რეგიონში, სადაც უბრალო კოვიდ-საწოლები უფრო მეტად გადავსებულია, ვიდრე ჩრდილოეთ საბერძნეთში. რაც შეეხება რეანიმაციულ საწოლებს, ატიკასა და თესალონიკში 88% სავსეა.

იმედოვნებთ, რომ “იმიკრონი” არ გამოიწვევს ამ უბრალო საწოლების გადავსებასაც, რადგან როგორც ახლა ჩანს, ეს მუტაცია არ იწვევს მძიმე ავადობას. 

რაც შეეხება სკოლებს, თუ გაიხსნება 10 იანვარს, მათი დაკეტვა 5-10 დღის შემდეგ ისევ მოგვიწევს. ამჟამად 7 ბავშვიდან 1 მაინც ინფიცირებულია,” აცხადებს პაგონი.

დღეს საბერძნეთში 30.010 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, გუშინ კი 40.000-სს გადააჭარბა.

onalem

ტესტ