fbpx
საბერძნეთი

სინოპტიკოსთა შეფასებით საბერძნეთში ისტორიულად “ცხელი” ოქტომბერია

უკვე შემოდგომის მეორე თვე სრულდება და ჯერ კიდევ არ გვიგემია სეზონისთვის დამახასიათებელი გადასვლა მაღალი ტემპერატურიდან შედარებით დაბალ ტემპერატურაზე და ნალექიან დღეებზე, რომელიც ერთგვარ ხიბლს მატებს შემოდგომას.

მიმდინარე კვირაში და ზოგადად, თვის ბოლომდე მოსალოდნელია საკმაოდ თბილი დღეები და ამ ვითარების ფონზე, სინოპტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საბერძნეთში ისტორიულად “ცხელი” ოქტომბერი გვაქვს, რადგან ფიქსირდება 32-33 გრადუსიც კი, კონკრეტულ ტერიტორიებზე.

ამას გარდა, ამჟამინდელი პროგნოზების მიხედვით, ნოემბრის დასაწყისშიც არ არის მოსალოდნელი ტემპერატურის რადიკალური ვარდნა და ამ თვის დასაწყისიც იმაზე ბევრად თბილი იქნება, ვიდრე სეზონისთვის ჩვეულებრივ არის დამახასიათებელი.

სამხრეთ ევროპასთან შედარებით, ჩრდილოეთით სრულიად სხვაგვარი სიტუაცია გვაქვს, სადაც ამინდი ნამდვილად შემოდგომის შესაფერისია და შესაძლოა, ცოტა უფრო ცივიც.

 

onalem

ტესტ