fbpx
საბერძნეთი

Ο Mr. Chipita: სპიროს თეოდოროპულოს – უბრალო თანამშრომლობიდან კრუასანების კომპანიამდე, რომელიც 2 მილიარდ დოლარად გაყიდა

სპიროს თეოდოროპულო 1957 წელს დაიბადა და ექსარხიაში გაიზარდა. ბიზნესის არსი პატარაობიდანვე ესმოდა, ვინაიდან მისი მამა ფლობდა რძის პროდუქტების მაღაზიას ალექსანდრას გამზირზე, რომელიც ბაბუისგან ჰქონდა მემკვიდრეობით მიღებული.

ბატონმა თეოდოროპულომ თავისი კარიერა უბრალო თანამშრომლის პოზიციიდან დაიწყო და მიაღწია მულტინაციონალური ჯგუფის, Chipita-ს მართვამდე, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში კრუასანების დამზადების მხრივ. ამ ეტაპზე, არც მეტი, არც ნაკლები, კომპანიას ყიდულობს ამერიკული გიგანტი, Mondelez International და მასში 2 მილიარდ დოლარს იხდის. მარტივად რომ ვთქვათ, თეოდოროპულომ მოახერხა, რომ კრუასანები 2 მილიარდ ევროდ გაეყიდა.

მისი ბიზნეს კურსი არის განსახიერება, როგორც ანგლო-საქსები უწოდებენ, სამაგალითო “წარმატების ისტორიისა”, რომელმაც ნულიდან დაიწყო და გამდიდრდა, კრუასანის შეფუთვის იდეის წყალობით.

ვინც საუბრობს სპიროს თეოდოროპულოზე, ამბობს, რომ მას აქვს უსაზღვრო მოთმინება, გამძლეობას და მონდომებას, ახერხებს, რომ ყველა დაბრკოლება და უსიამოვნება გამოწვევად და შესაძლებლობად აქციოს. დღეს ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბერძენი ბიზნესმენი, რომელიც არასოდეს ექცევა საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში და ერიდება საჯაროობას. ის არის ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს საქმით და არა სიტყვებით.

onalem

ტესტ