fbpx
საბერძნეთი

აგიოს პანტელეიმონას: მამაკაცს ემიგრანტი 32 წლის ქალი სახლში ჰყავდა გამომწყვდეული და მუქარის ფონზე, მასზე ძალადობდა

საბერძნეთის პოლიციამ ათენის ცენტრში, კერძოდ, აგიოს პანტელეიმონას ტერიტორიაზე, 35 წლის მამაკაცი დააკავა. მას ბრალად ედება 32 წლის ქალის გატაცება, სურვილის წინააღმდეგ ბინაში გამოკეტვა და მასზე სექსუალური ძალადობა, ასევე, ქურდობა.

საუბარია 35 წლის ეგვიპტელ მამაკაცზე, რომელმაც ასევე ემიგრანტი, 32 წლის ბულგარელი ქალი თავის ბინაში გამოკეტა და სამი დღის მანძილზე წასვლის საშუალებას არ აძლევდა, ამის პარალელურად, ემუქრებოდა, რომ მის შვილებს ზიანს მიაყენებდა და შესაბამისად, მუქარის ფონზე, მასზე სექსუალურად ძალადობდა.

როგორც ირკვევა, ქალმა საბოლოოდ მამაკაცის სახლიდან გაქცევა მოახერხა და მაშინვე აგიოს პანტელეიმონაზე მდებარე განყოფილებაში მივიდა, საჩივრის შესატანად. აღნიშნულის ფარგლებში პოლიციამ ეგვიპტელი მალევე აიყვანა და აღმოჩნდა, რომ მას ქალისთვის საბუთებიც კი ჰქონდა წართმეული.

35 წლის ეგვიპტელი ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ