fbpx
საბერძნეთი

დღეს ექსპერტთა საგანგებო შეხვედრა საბერძნეთში – საბჭო პირბადის ტარების ვალდებულების საკითხს განიხილავს

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა კომიტეტი დღეს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და პანდემიის განვითარების კურსს კიდევ ერთხელ გადაავლებს თვალს. მედიის ინფორმაციით, მათი განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულებაა.

სავარაუდოდ, პროფესორები დღეს გამოიტანენ გარკვეულ დასკვნას, რამდენად დასაშვები იქნება პირბადეების გარეთ ტარების ვალდებულების მოხსნა, მას შემდეგ, რაც შეფასდება შედეგები, რომლებიც ამ ზომის მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს.

საბჭო ვარაუდობს, რომ მარტის ბოლოსთვის ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა 10.000-მდე დაეცემა დღეში და ნელ-ნელა კიდევ უფრო მცირე რიცხვი დაფიქსირდება.

აღსანიშნავია სოტირის ციოდრას განცხადებაც, რომელიც აღნიშნავს: “ჩვენ ვართ კორონავირუსის კრიზისული ფაზის დასასრულში. “ომიკრონის” მუტაციას ნელ-ნელა ჩვეული ცხოვრებისკენ მივყავართ, მაგრამ პარალელურად, არ უნდა შეწყდეს ეპიდმდგომარეობის მეთვალყურეობა, ვინაიდან ვირუსი გააგრძელებს ენდემურ არსებობას. ეს შტამი, ბოლო დროის მონაცემებით, პანდემიის კურსს სტაბილურობას უნარჩუნებს,” აცხადებს ციოდრა.

ახალი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში ოფიციალურ განცხადებებს მთავრობის წარმომადგენლები გააკეთებენ.

 

onalem

ტესტ