fbpx
სხვადასხვა

მეგა სპილეო – შთამბეჭდავი მღვიმე-მონასტერი საბერძნეთში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

მეგა სპილეო – ეს საბერძნეთის არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მღვიმე-მონასტერია, არამედ მონასტრებს შორის ერთ-ერთი უძველესიც. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ კლდეშია მოჩუქურთმებული და ყველას, ვინც ახლოდან ნახავს, შთაბეჭდილება დიდხანს გაჰყვება.

მეგა სპილეო ღვთისმშობლის სახელობის ისტორიული მონასტერია, რომელიც კალავრიტაზე მდებარეობს და პილიგრიმთა უმნიშვნელოვანესი დანიშნულების ადგილია. სახელი მონასტერმა თავისი მდებარეობიდან გამომდინარე მიიღო, ვინაიდან ვურაიკოს ხევიდან დაახლოებით 900 მეტრზეა აშენებული.

იქაურობის ნახვა აღფრთოვანებასთან ერთად, გარკვეულწილად, შიშსაც იწვევს. არსებული ცნობებით, მონასტერი 362 წელს აშენდა, თესალონიკელი ძმების, სიმეონისა და თეოდოროს მიერ იმ ადგილას, სადაც ლუკა მახარობლის მიერ შექმნილი ღვთისმშობლის ხატი იპოვეს. აღნიშნული ხატი უვნებელი გადაურჩა მინიმუმ 4 ხანძარს, რომელმაც წლების მანძილზე მონასტერი გაანადგურა.

მეგა სპილეომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1821 წლის რევოლუციაშიც, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ თავს დაესხნენ, მისი დაპყრობა ვერ მოხერხდა.

მონასტერში ინახება სხვა უძვირფასესი და უიშვიათესი ხატებიც, ასევე არსებობს ბიბლიოთეკა, რომელიც 3.000-მდე წიგნს ითვლის.

onalem

ტესტ