fbpx
პოზიტივისაბერძნეთისაზოგადოება

“მათ 900 ევრო მომცეს, მე კი არ ვართმევდი, რადგან არ ვიცოდი, რომ მე დავკარგე” – შემთხვევა საბერძნეთში

რას იზამდით ბანკომატთან რომ გაგევლოთ და 900 ევრო გეპოვათ?! არც თუ ისე ცოტა თანხაა იმისთვის, რომ ერთი წამით მის დატოვებაზე არ იფიქროს ადამიანმა, თუმცა, ეს არ ეხებათ მათ, ვისაც ასეთი ინციდენტი გუშინ საბერძნეთის კუნძულზე შეემთხვა.

კუნძულ კარპათოსზე საბერძნეთის ეროვნული ბანკის ბანკომატთან ორი ქალი მივიდა და იქ 900 ევრო ნახეს. ჩანდა, რომ პატრონმა ქვითარი და ბარათი აიღო, მაგრამ ფული, რომელიც ბანკომატიდან გამოვიდა, იქვე დარჩენოდა.

ქალებიდან ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი, ხოლო მეორე უცხოელია, რომელიც ადგილობრივ ბერძენ მამაკაცზე უკვე წლებია დაქორწინებულია.

ისინი პოლიციაში წავიდნენ, განაცხადეს და ოფიცრებმა კამერების საშუალებით გამოიძიეს, თუ ვის ეკუთვნოდა აღნიშნული თანხა. აღმოჩნდა, რომ ფულის გამოტანა პენსიონერ მამაკაცს უნდოდა, მაგრამ შემთხვევით დარჩა. მისთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო, რადგან არც კი იცოდა, რომ თავად დაკარგა.

“მათ დამირეკეს და მისვლისას 900 ევრო მომცეს. მე არ ვართმევდი, რადგან არ ვიცოდი, რომ დავკარგე, მეგონა ბანკომატიდან ავიღე და თან მქონდა,” ამბობს ის.

ცხადია, მას შემდეგ, რაც გადაამოწმა, მამაკაცი მიხვდა, რომ თანხა არ აუღია და სახლში მხოლოდ ქვითრითა და ბარათით წავიდა.

onalem

ტესტ