fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ექსკლუზიური ვიდეო კორიდალოს ციხიდან, სადაც გასულ იანვარში პატიმარი მოკლეს

ბერძნული მედია ექსკლუზიურ ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც სისხლიანი დაპირისპირებაა ასახული. როგორც უკვე ცნობილია კორიდალოს ციხე იმ ციხეთა შორის არის, სადაც ყველაზე მეტი მკვლელობა და დაპირისპირება ხდება პატიმრებს შორის და აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ერთ-ერთ ინციდენტში, რომელსაც ბერძენი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქართველებიც მონაწილეობდნენ.

ვიდეოზე ჩანს, როგორ ესხმიან თავს ერთ პატიმარს და ჯერ სცემენ, შემდეგ კი ცივი იარაღით უსწორდებიან.

კონტროლი არ აქვთ არც ბადრაგებს, რომლებიც სიტუაციას უნდა ანეიტრალებდნენ. თუმცა, მათ უკვე დაჭრილი პატიმარი გაჰყავთ, რომელიც გარდაიცვალა.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე კორიდალოს ციხეში 10-მდე სისხლიანი ინციდენტი დაფიქსირდა, სხვადასხვა მიზეზებით გარდაიცვალა 26 პატიმარი.

onalem

ტესტ