fbpx
კრიმინალისაზოგადოება

“ისინი ჩვეულებრივი მგზავრები არ იყვნენ” – ავტობუსის მძღოლი ძარცვის მსხვერპლი გახდა

დასავლეთ ატიკის ავტობუსის მძღოლმა არც თუ ისე სასიამოვნო წუთები გამოაირა. პოლიციის ინფორმაციით, მის ავტობუსში 5 ადამიანი ავიდა, რომელიც მას ჩვეულებრივი მგზავრები ეგონა, მაგრამ რამდენიმე წუთში მიხვდა, რომ ეს ასე არ იყო.

ავტობუსი ანთუპოლი-კამატეროს მარშრუტს ასრულებს. ისინი მძღოლს მივარდნენ, ემუქრებოდნენ და მობილური ტელეფონი წაართვეს.

გარდა ამისა, მათ ავტობუსიც დააზიანეს და გაუჩინარდნენ.

პოლიცია მათი ვინაობის და ადგილსამყოფელის დასადგენად გამოძიებას აწარმოებს, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ დამნდაშავეები ამგვარ ქმედებებს კიდევ განახორციელებენ.

onalem

ტესტ