fbpx
საზოგადოება

ამ დრომდე ვერ დგინდება, თუ რა მიზეზით მოიწამლა 300 ადამიანი კასტორიაში

როგორც უკვე ცნობილია, მიმდინარეობს კვლევა, თუ რის გამო მოიწამლა გასული 48 საათის განმავლობაში 300-მდე ადამიანი. მხოლოდ კასტორიას საავადმყოფოს ერთი და იგივე სიმპტომებით დაახლოებით 230-მა ადამიანმა მიაკითხა. მათ აღენიშნებოდათ ღებინება, დიარეა და ძლიერი ტკივილი მუცლის არეში.

თავდაპირველად იყო ვარაუდი, რომ მოწამვლა სალმონელამ ან რაიმე მსგავსმა ბაქტერიამ გამოიწვია, თუმცა, ანალიზების შედეგად აღნიშნული ვარაუდი გამორიცხა.

ახლა კი განიხილება წყლის ეპიდემიის საკითხი, რადგან მოწამლულ ადამიანებს არ მიუღიათ იგივე საკვები, რომ ეჭვი ამ მხრივ გაჩნდეს.

მიმდინარეობს დეტალური ლაბორატორიული გამოკვლევები.

 

onalem

ტესტ