fbpx
კრიმინალისაზოგადოება

საბერძნეთი: ტურისტი მწერის ნაკბენისგან გარდაიცვალა

კუნძულ ზაკინთოზე 56 წლის ინგლისელი ქალის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ექსპერტთა და მეცნიერთა გუნდი შეიქმნა. გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტი დაუდგენელმა მწერმა დაკბინა. ეს შესაძლოა ყოფილიყო შხამიანი ფეხსახსრიანი, ობობა ან მორიელი. ფაქტი ერთია, შედეგად ქალბატონი გარდაიცვალა.

ტრაგიკული ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. 56 წლის კრისტინ ფორი მეუღლესთან ერთად კუნძულზე ისვენებდა. სიერნობისას ქალმა ფეხზე არსებულ გაღიზიანებას ყურადღება არ მიაქცია, რადგან არც თუ ისე ძალიან აწუხებდა. ცოტა ხნის შემდეგ კი, ცუდად გახდა და ზაკინთოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებს არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია ნაკბენთან დაკავშრებით, რადგან მას არ ახსოვდა ან უბრალოდ ყურადღება არ მიუქცევია, თუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. ანალიზებმა აჩვენა, რომ მას მწვავე ჰეპატიტი და ჰიპოქსემია (სისხლში ჟანგბადის ნაკლებობა) აღენიშნებოდა. მისი მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ ის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

უნივერსიტეტის პროფესორი ვარაუდობს, რომ მისი მდგომარეობის ასეთი სწრაფი გაუარესება და შემდგომ გარდაცვალება ობობის ან მორიელის ნაკბენს შეეძლო.

ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ბრიტანელი ქალის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს დაადგენს.

onalem

ტესტ