fbpx
საზოგადოება

როგორ ცხოვრობს ბერძენი წყვილი მინიმალური ხელფასით – შიმშილი და სიღარიბე

iForInterview-მა მოიყვანა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ცხოვრობდეს ახალგაზრდა ბერძენი წყვილი მინიმალური ხელფასით, რომელიც ამ დრომდე იყო საბერძნეთში. მოჭრილი რაოდენობით ორი ადამიანის ხელფასი 1.092 ევროთი განისაზღვრებოდა.

პირველ რიგში უნდა განვიხილოთ ქირის თანხა, რომელიც საშუალოდ 250 ევროს შეადგენს. ასევე ორი სამგზავრო ბარათი, რომლისთვისაც საერთო ჯამში თვეში 60 ევროა საჭირო. ამას გარდა, წყლის, დენის, ინტერნეტისა და სხვა გადასახადები არსებობს, რომელიც აუცილებლად უნდა დაიფაროს.

რა რჩებათ ახალგაზრდებს?!

საუკეთესო შემთხვევაში 212 ევრო, თანაც ორი ადამიანისთვის.

ტანსაცმლის ყიდვა მათ მხოლოდ ფასდაკლებების პერიოდში შეუძლიათ. ისინი მუდმივად თავს შეიკავებენ ტაქსის გამოყენებისგან და ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავარდებიან, თუკი საქორწინო საჩუქრის ყიდვა მოუწევთ.

წყვილს ტანსაცმლის ყიდვა თანხის დაგროვების შემთხვევაში, ფასდაკლებით შეუძლიათ და დარჩენილი თანხით მხოლოდ საკვების ყიდვას შეძლებენ.

სწორედ ამიტომ, საუბარი აღარ არის შვილის ყოლაზე…

(აღნიშნული მაგალითი დაფუძნებულია რეალურ შემთხვევაზე).

onalem

ტესტ