fbpx
საზოგადოება

ყველაზე ახალაგზრდა პენსიონერი საბერძნეთში

დიახ, ის 37 წლისაა და უკვე პენსიონერია, თანაც 31 წლიდან. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ზოის სიმანტირასი საბერძნეთის საჰაერო ძალებში 11 წელი მუშაობდა და 6 წლის წინ პენსიაში გავიდა. მას “პოდიუმის მეფესაც” უწოდებენ და ყველაზე ახალგაზრდა პენსიონერია მთელ საბერძნეთში.

სიმანტირასმა საჰაერო ძალებში პილოტად მუშაობა 2000 წელს დაიწყო. ამავე დროს დგამდა პირველ ნაბიჯებს სამოდელო სფეროშიც. მას ძალიან ცნობილი დიზაინერები სთავაზობდნენ საკუთარ შოუებში მონაწილეობას.

მისი მამაც პილოტი იყო და შვილი საჰაერო ძალების ბაზაზე მაშინ მიიყვანა, როცა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა. ადრე თუ გვიან კი, ბიჭმა საკუთარი გზა იპოვა. მისთვის მოდის სფერო ბევრად მიმზიდველი აღმოჩნდა. ამასთანავე, პილოტად ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვეღარ იმუშავებდა.

ზოის სიმანტირასმა ფულის დაბანდება გადაწყვიტა და პირველად, სოლარიუმი, 2011 წელს გახსნა, ახლა კი სილამაზის 14 სალონი აქვს მთელი ათენის მასშტაბით.

რომ არა ჯანმრთელობის პრობლემა ზოისის შესახებ, ალბათ, ვერასოდეს ვერაფერს გავიგებდით.

გარდა ამისა, საკმაოდ ეპატაჟურია და სკანდალურ განცხადებებს აკეთებს: “სექსისთვის ყოველ 5 წუთში მზად ვარ.”

ცუდი არ არის, ოფიციალური პენსიონერისთვის, არა?!

onalem

ტესტ