fbpx
საზოგადოება

დამლაგებელი ქალი ორი დღის მანძილზე ლიფტში იყო ჩაკეტილი – ოჯახი სახლში არ იმყოფებოდა

ოჯახის დამხმარე ქალმა, რომელსაც სახლი შაბათ-კვირას, ოჯახის არ ყოფნის პერიოდში უნდა დაელაგებინა, ლიფტში ორი დღე-ღამე გაატარა. სახლში მის გარდა არავინ იმყოფებოდა, რის გამოც, დახმარება ვერ ითხოვა.

53 წლის ქალი ცნობილი ამერიკელი მილიარდერის კერძო ბინაში უკვე 18 წელია მუშაობს. ის მეორე და მესამე სართულებს შორის გაიჭედა და მთლიანი შაბათ-კვირა ასეთ მდგომარეობაში გაატარა.

ოჯახი უქმეებზე დასასვენებლად იყო წასული, მას კი თან არ ჰქონდა არც ტელეფონი და ვერც ხმის მიწვდენა შეძლო ვინმესთვის.

როცა ისინი დაბრუნდნენ, მიხვდნენ, რომ ლიფტი გაჭედილი იყო და მაშინვე სახანძრო სამსახურში დარეკეს. დილის 10:00 საათისთვის ქალი იქიდან გამოიყვანეს და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მას დეჰიდრატაცია აღენიშნებოდა. ასევე მიღებულ ჰქონდა შოკი, დახურული სივრცისა და შიშის გამო.

საავადმყოფოში მასთან ერთად წავიდნენ მისი დამსაქმებლებიც.

onalem

ტესტ