fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის სახელმწიფო ნიკოს კოკლონის 22 მილიონი ევროს “გათეთრებას” ედავება – მოწმდება მისი ბიზნესები

ბერძნული მედია აქტიურად განიხილავს საქმეს, რომელიც ნიკოს კოკლონის უკავშირდება, ვინაიდან როგორც ირკვევა, პროდიუსერსა და ტელეწამყვანს საბერძნეთის ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ორგანო ბიზნესს უმოწმებს. მას სახელმწიფო 22 მილიონი ევროს “გათეთრებას” ედავება. მარტივად რომ ვთქვათ, კოკლონის სახელმწიფოსთვის ამ თანხის დამალვა ედება ბრალად.

ხარალამბოს ვურლიოტის განცხადებით, კოკლონის მოეთხოვება ახსნა-განმარტება მისცეს მილიონობით ევროს ოდენობის დავალიანებასთან დაკავშირებით, მის ბრალდებებს შორის არის: სახელმწიფო გადასახადებისგან თავის არიდება, დანაშაულებრივი ორგანიზაციის დაარსება და ფულის გათეთრება.

ამას გარდა, ნიკოს კოკლონის კომპანიაში დასაქმებული ადამიანები იყოფიან ორ ჯგუფად: ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ არ არსებობს ანაიარი პრობლემა და წუხილის საფუძველი, ხოლო მეორე ჯგუფი ხვალინდელ დღეზე ძალიან წუხს.

თავად პროდიუსერი აცხადებს, რომ შემოწმებები ჩატარდა და არანაირი უკანონობა არ არის აღმოჩენილი: “მოწმენდილ ცას ელვის არ ეშინია. არ გაგიკეთებთ სიკეთეს, რომ 600 ადამიანი სამსახურის გარეშე დავტოვო,” ამბობს ის.

onalem

ტესტ