fbpx
საზოგადოება

ანდრეას მიკრუციკო რეანიმაციულ განყოფილებაში – მისი მდგომარეობა კრიტიკულია

გავრცელებული ინფორმაციით, ანდრეას მიკრუციკო საავადმყოფო “Υγεία”-ში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია.

როგორც ირკვევა, მუსიკოსს მძიმე რესპირატორული ინფექცია აქვს და საჭირო გახდა, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში მოეთავსებინათ. ექიმები მის მდგომარეობას სტაბილურად, მაგრამ ამავე დროს კრიტიკულად თვლიან.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუსიკოსი საავადმყოფოში ხვდება, დაახლოებით 1 წლის წინ ზედიზედ სამი თვის მანძილზე იყო ჰოსპიტალიზირებული.

როგორც მედია იუწყება, მაშინაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა და მდგომარეობა გაურთულდა, ნოზოკომიური მიკრობის გამო.

 

onalem

ტესტ