fbpx
საზოგადოება

ტრაგედია ლარისაში: კვიპროსელი სტუდენტების, ანასტასიას და კიპროს ცხედრების იდენტიფიცირება მოხდა

კვიპროსელი ახალგაზრდები, ანასტასია ადამიდუ და კიპროს პაპაიოანუ, გაუჩინარებულებად აღარ ითვლებიან. მათი ცხედრების იდენტიფიცირება ოჯახის წევრების მიერ გაცემული დნმ-ის ნიმუშების საშუალებით მოხდა. სამწუხაროდ, ყველა იმედი გაქრა, ორივე სტუდენტი გარდაცვლილია.

ანასტასია სტომატოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო, თესალონიკში მაგისტრატურაზე სწავლობდა და “სუფთა ორშაბათის” უქმეებზე მეგობრებთან ერთად ბულგარეთში იმყოფებოდა. შემდეგ ათენში დაბრუნდა და სამწუხაროდ, საბედისწერო რეისი აირჩია. მისი მშობლები გუშინდელი დღის შემდეგ საბერძნეთში იმყოფებიან.

რაც შეეხება 23 წლის კიპროს პაპაიოანუს, ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო და უქმეებზე თავის საცოლესთან ერთად იმოგზაურა, უკან დაბრუნებისას კი, სამწუხაროდ, საბედისწერო მატარებელში აღმოჩნდა. მისი ცხედარი მეორე ვაგონში იპოვეს და დნმ-ის საშუალებით მოხდა იდენტიფიცირება.

onalem

ტესტ