fbpx
საზოგადოება

Aegean Airlines-ის ათენიდან მიმავალმა თვითმფრინავმა აეროპორტში დაჯდომა ვერ შეძლო

ისეთი პროფესიონალი პილოტებიც კი, როგორებიც ბერძნულ ავიაკომპანია Aegean Airlines-ს ჰყავს, უძლურნი არიან უამინდობის წინაშე. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ათენის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმავალმა თვითმფრინავმა დანიშნულების ადგილზე დაჯდომა ვერ შეძლო და პილოტი რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ, სრულიად სხვა მიმართულებით გაფრინდა.

კერძოდ, საუბარია რეისზე ათენი-ირაკლიო, რომელიც საღამოს 7 საათზე უნდა შესრულებულიყო. როდესაც ხომალდმა ირაკლიოს მიაღწია, პილოტმა თვითმფრინავის აეროპორტში დასმა ვერ შეძლო, რადგან ძლიერად წვიმდა და ხილვადობც ფაქტობრივად არ იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ მან ხანიისკენ, დასავლეთით აიღო გეზი.

როგორც ცნობილი გახდა, თითოეული მგზავრი ირაკლიოში ავტობუსის საშუალებით გადაიყვანეს და ყველა ხარჯი ავიაკომპანიამ დაფარა.

 

onalem

ტესტ