fbpx
საზოგადოება

შოკისმომგვრელი ფოტოები პირეადან: მუსლიმთა ყოველწლიური სისხლიანი დღესასწაული

აშურა შიიტი მუსლიმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ და მათ შორის, ცხადია, საბერძნეთშიც, მხოლოდ 1978 წლიდან.

ეს დღესასწაული ისლამური მთვარის კალენდრის მუჰარამის თვის მეათე დღეს იწყება და ორ დღეს გრძელდება. ყველა სხვა დღესასწაულისგან განსხვავებით, ამ დღესასწაულს არ ულოცავენ, არამედ უსამძიმრებენ.

აშურა წარმოადგენს იმ ბრძოლის გახსენებას რომელიც 680 წელს მოხდა ქარბალაში, დღევანდელი ერაყის მიწაწყალზე. ამ ბრძოლაში წინასწარმეტყველ მუჰამედის (მშვიდობა იყოს მასზე) შვილიშვილი ჰუსეინი და მისი 72 მხლებელი ვერაგულად იქნენ მოკლული. მუსლიმები, განსაკუთრებით შიიტური ტრადიციის მიმდევართა შორის, მუჰარამის თვის პირველ ათ დღეს ქარბალაში მომხდარ ტრაგედიას გლოვობენ.

თავისი თალხი და სამგლოვიარო ხასიათით, ეს დღესასწაული გვახსენებს იომ-ქიფურის დღესასწაულს იუდაიზმში და წითელი პარასკევის დღესასწაულს ქრისტიანობაში. აშურას კომემორაციას ერთ-ერთი ცენტრალური და იდენტობის განმსაზღვრელი ადგილი უკავია შიიტურ ისლამში. თავისი დრამატული ლიტურგიული და რიტუალური გამოხატულებით აშურას სხვა ვერცერთი დღესასწაული ვერ შეედრება შიიტურ ტრადიციაში.

ერთი მხრივ, ჰუსეინის მოწამეობა სიმბოლო არის ღალატისა და უსამართლობისა, მეორე მხრივ, ის სიმბოლოა ყველა იმ ტკივილისა და ემოციური ტანჯვისა, რომელსაც უდანაშაულოდ ჩაგრული ადამიანი განიცდის ყველა თაობაში.

onalem

ტესტ