fbpx
საზოგადოება

კატო პატისიიდან გაუჩინარებული ქალი სარონიდაში ცოცხალი იპოვეს – რას ამბობს ირინი კაპეტანაკი?!

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია 45 წლის ირინი კაპეტანაკის ამბავი, რომელიც 25 ივლისს კატო პატისიის ტერიტორიიდან გაუჩინარდა და ამ დრომდე მისი კვალიც არ ჩანდა. ორი შვილის დედის საპოვნელად მობილიზებული იყო Silver Alert-იც და მისი მამა იუწყებოდა, რომ ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

როგორც ირკვევა, კაპეტანაკი გამოჩნდა, ის სარონიდას ტერიტორიაზე იპოვეს, პოლიციაში კი, თავად დარეკა. Silver Alert-ის პრეზიდენტი, გერასიმოს კურუკლისი აცხადებს, რომ ირინი თავად დაუკავშირდა პოლიციას და განაცხადა, რომ გაიტაცეს და გააუპატიურეს.

“მან თავად დარეკა პოლიციაში და განაცხადა, რომ სადღაც სარონიდას ტერიტორიაზე გაიტაცეს და გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. როგორც კი თავი დააღწია, მაშინვე დაუკავშირდა პოლიციას, ასე შევიტყვეთ ჩვენც. ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქალი სამსახურში მიდიოდა, როდესაც გაიტაცეს, უკიდურესად ტრაგიკულია, რომ ასეთი რამ ემართება ქალს, რომელსაც ბევრი რამ აქვს გადატანილი,” ამბობს კურუკლისი.

დამატებითი ინფორმაცია ირინი კაპეტანაკის გატაცების გარემოებების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

onalem

ტესტ