fbpx
საზოგადოება

ხვალ მნიშვნელოვანი ეტაპი იოანა პაპასპირუს საქმის გამოძიებაში – რა უნდა აჩვენოს მას პოლიციამ?!

ხვალ 34 წლის ქალზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი დეტალი გამოიკვეთება. 1 ივნისი იოანა პაპასპირუსთვის მძიმე და ამავე დროს მცირეოდენი შვების მომგვრელი უნდა იყოს, რადგან პოლიცია მასთან საავადმყოფოში მივა და მოპოვებულ მასალას წარუდგენს.

კერძოდ, რაზეა საუბარი?!

ხვალ, 1 ივნისს, ოფიცრები პაპასპირუს აჩვენებენ ვიდეო მასალას და ქალების აღწერილობებს, საიდანაც მან სავარაუდო დამნაშავე უნდა ამოიცნოს. ანუ 34 წლის ქალს ეს ვიდეოები დაეხმარება, შეძლებისდაგვარად გაიხსენოს, თუ დაახლოებით როგორ გამოიყურებოდა თავდამსხმელი, მიუხედავად იმისა, რომ ის შავებში იყო შემოსილი და ეკეთა პირბადე.

უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციას ჰყავს 5 ეჭვმიტანილი, რომელთაგან ერთ-ერთი განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არის. ამ ქალბატონს პირადი ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცთან, რომელსაც პაპასპირუ სამუშაო გარემოდან იცნობს, თუმცა, ახლა ერთად აღარ არიან. ისინ უნდა აღინიშნოს, რომ იოანას თანამშრომელ მამაკაცს და სავარაუდო ეჭვმიტანილს საერთო შვილიც კი ჰყავთ, თუმცა, ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილან.

ირკვევა, რომ იოანასთან ამ მამაკაცს ეჭვმიტანილი ქალი დახასიათებული ჰყავს, როგორც არასტაბილური, არაპროგნოზირებადი ქცევების მქონე ადამიანი. სწორედ ამიტომ არის შესაძლებელი, რომ ეჭვმიტანილს მსგავსი დანაშაული ჩაედინა. ასეთია თავად 34 წლის იოანას აზრიც.

გარდა ამისა, ეჭვმიტანილი ქალის მეზობლებიც ადასტურებენ, რომ ის გაუწონასწორებელი ადამიანია.

პოლიციის ინფორმაციით, თავად ეს ქალი ამტკიცებს, რომ იმ დროს როცა დანაშაული მოხდა კატეხაკზე, საჯარო სამსახურში იმყოფებოდა და თავდასხმას ვერანაირად ვერ განახორციელებდა. ახლა ოფიცრები ცდილობენ კამერების საშუალებით გაარკვიონ ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა ის საკუთარ სამსახურში, როცა იოანას სახეში მჟავა შეასხეს.

onalem

ტესტ