fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ათენის მეტროსთან დაკავშირებით – როგორ მკაცრდება კონტროლი?!

დღემდე სერიოზულ პრობლემად რჩება უბილეთოდ მგზავრობა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეტროსადგურში ბარიერები დაიხურა და ავტობუსებშიც, ასე თუ ისე, მგზავრებს წინა კარიდან ასვლას სთხოვენ. სწორედ ამიტომ, ტრნასპორტის სამინისტრო სიახლის შესახებ იტყობინება, რომლის ფარგლებშიც, კონტროლი კიდევ უფრო მკაცრდება.

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც მგზავრი ელექტრონულ ბილეთს ან ბარათს აპარატზე ადებს, ბარიერები გახსნის შემდეგ 8 წამის მანძილზე ღია რჩება, რაც მომდევნო მგზავრსაც აძლევს საშუალებას, თავისუფლად გაიაროს, ბილეთის გატარებიც გარეშეც. ამ ხრიკით დღემდე უამრავი ადამიანი სარგებლობს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თავად მეტროში კონტროლიორები აქტიურად არ მუშაობენ.

გაზეთ Καθημερινή-ში გარკვევით არის აღნიშნული, რომ ტრანსპორტის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ბილეთის გატარების შემდეგ, ბარიერები მხოლოდ 5 წამით გაიხსნება და მხოლოდ ერთ მგზავრს ექნება საშუალება გაიაროს მათ შუა.

აღნიშნული ცვლილება გატარდება მთელი ათენის მასშტაბით, თუმცა, ამ დროისთვის ამოქმედებულია სინდაღმის, სიგრუ-ფიქსის და ნერანძიოტისას სადგურებში.

onalem

ტესტ