fbpx
საბერძნეთი

“მამა, ნუ მოხვალ ჩემს წასაყვანად იმ დროს, რაც გითხარი” – 23 წლის დენის სიტყვები მამას, რომელსაც ამ დრომდე ვერ პოულობენ

ლარისაში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახები უმძიმეს წუთებს გადიან. ამ დრომდე ბევრი ადამიანის ადგილმდებარეობაც კი არ არის დადგენილი, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ოჯახების ემოციურ მდგომარეობას. ყველას ერთი კითხვა აწუხებს: “რატომ?!”

23 წლის დენისი ერთ-ერთია გაუჩინარებულთა შორის, რომლის მამამაც დნმ უკვე ჩააბარა და პასუხებს ელოდება. დრო კი, რომელიც ამ პროცესს სჭირდება, სულ უფრო და უფრო ტანჯავს.

“მითხრა, რომ არ მივსულიყავი იმ დროს, როცა ნათქვამი ჰქონდა, რადგან შეფერხება იყო. მითხრა, რომ დამირეკავდა, მაგრამ არასოდეს დამირეკა. გადავწყვიტე სადგურში წავსულიყავი და როცა მივედი, ხალხი დავინახე, მივხვდი, რომ რაღაც კარგად ვერ იყო. ჩემი შვილი მე-5 ვაგონში იყო, მაგრამ ხშირად მიდიოდა ხოლმე ბუფეტში. დნმ ჩავაბარე და ველოდები, ეს მოლოდინი მკლავს,” ამბობს მამაკაცი და ცრემლს ვერ იკავებს.

როგორც მაშველები ამბობენ, უკვე შეუძლებელია, რომ გაუჩინარებულები ცოცხლები იპოვონ.

onalem

ტესტ