fbpx
საბერძნეთი

“ჩემს გოგონას ყუთით წავიღებ, დანაწევრებულს, იმედი დავკარგე” – 28 წლის ელპიდას მამის სულისშემძვრელი სიტყვები

28 წლის ელპიდას ოჯახი და მამა ამ დრომდე ეძებს. რაც უფრო დრო გადის, იმედები მით უფრო მცირდება.

“არანაირი სიახლე არ მაქვს. ველოდები, რომ პოლიციიდან დამირეკონ. დნმ-ის ნიმუშები მივეცით, ჩემი შვილის ცოცხლად პოვნის იმედი აღარ მაქვს. მას ყუთით წავიღებ, დანაწევრებულს. ჩემი გოგონა საუკეთესოდ გავზარდე, არა იმისთვის, რომ ვიღაცამ მომიკლას. თავის ადამიანს ყველა ყუთით წაიღებს, რადგან გადარჩენილები აღარ არსებობენ.

ვცდილობ საკუთარი თავი გავამხნევო, რომ ჩემს ოჯახს მხარში ვედგე. აღდგომა მოვა და ჩემი გოგონას სკამი ცარიელი იქნება, მისი თეფში ცარიელი იქნება. მისი ძმები კი, დის ოთახში შევლენ, მის კარადას გამოაღებენ, მის ტანსაცმელს ნახავენ, მაგრამ მას ვეღარ… ამ გრძნობას ყველაზე უარეს მტერსაც არ ვუსურვებ,” ამბობს მამაკაცი.

onalem

ტესტ