fbpx
საბერძნეთი

გარდაცვლილთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა – არსებობს ინფორმაცია, რომ სადგურის თანამშრომელს მუშაობა 24 თებერვალს ჰქონდა დაწყებული

ტემპიში მომხდარი შეჯახების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული ინციდენტი, რაც კი საბერძნეთის უახლეს ისტორიაში მომხდარა, მატის ხანძრების შემდეგ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სადგურის თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებელი იყო მატარებლების მიმართულების დარეგულირებაზე, მუშაობა 24 თებერვალს ჰქონდა დაწყებული. ანუ პირველი ცვლა დამოუკიდებლად შეასრულა 24 თებერვალს.

თავად სადგურის თანამშრომლის ადვოკატი აღნიშნულს ოფიციალურად არ ადასტურებს, რადგან ამბობს, რომ არ აქვს ზუსტი ფაქტები, თუმცა, უახლოეს დღეებში საქმის მასალებს დეტალურად გაეცნობა და განცხადებას გააკეთებს.

მეორეს მხრივ, ცნობილია, რომ მამაკაცმა გაიარა 1 წლიანი გადამზადება, სანამ აღნიშნულ პოზიციას დაიკავებდა და მანამდე მუშაობდა გაცილებით მცირე სადგურებში, ხოლო სერთიფიცირების შემდეგ გადავიდა ლარისაში.

რაც შეეხება შეცდომებს, ირკვევა, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების თანმიმდევრობის არ არსებობასთან. როგორც ΟΣΕ-ს მენეჯმენტის სპეციალისტი ამბობს, სადგურის თანამშრომელმა დაინახა, რომ სამგზავრო მატარებელი არასწორი მიმართულებით მოძრაობდა, მაგრამ არ შეასრულა შესაბამისი ოპერაციები სპეციალურ მოწყობილობაზე, რომელიც დროულად შეაჩერებდა მატარებლებს. ანუ მან არ გამოიყენა ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომლებიც ხელთ ჰქონდა, სიტუაციის სამართავად.

onalem

ტესტ