fbpx
საბერძნეთი

1-ლი აპრილიდან საბერძნეთში მინიმალური ხელფასი 770-780 ევრომდე – SKAI-ის ინფორმაცია მიცოტაკის გადაწყვეტილებაზე

როგორც კირიაკოს მიცოტაკიმ უკვე დააანონსა, 2023 წლის 1-ლი აპრილიდან ქვეყანაში მინიმალური ხელფასი კვლავ მოიმატებს.

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ინფორმაციით, აპრილის თვიდან საბერძნეთში ხელფასი, დიდი ალბათობით, მინიმუმ 50 ევროთი მოიმატებს. არსებული სცენარის მიხედვით, მინიმალური ხელფასი გაიზრდება 770 ევრომდე ან 780 ევრომდე, პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, 8% ან 9%-ით.

ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, რადგან ერთი საკითხია ხელფასების გაზრდის საჭიროება და მეორე, რომ ბიზნესებმაც გაუძლონ გაწეულ ხარჯს.

ამავდროულად, ოპოზიციური პარტია, ΣΥΡΙΖΑ, მოითხოვს მინიმალური ხელფასის გაზრდას 800 ევრომდე, რასაც არსებული მთავრობა არ გამორიცხავს, თუმცა, აუცილებელია, რომ ბიზნესებისთვის დასაქმებულთა სადაზღვევო შენატანებიც შემცირდეს, 0,5%-ით მაინც.

თანხის საბოლოო რაოდენობა გადაწყდება მომდევნო კვირაში, მას შემდეგ, რაც ორშაბათს მთავრობა პარლამენტში საკითხს წარადგენს. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში მინიმალური ხელფასი 16 თვეში უკვე მესამედ იზრდება.

onalem

ტესტ