fbpx
საბერძნეთი

რა შეიძლება შეიცვალოს 12 აპრილიდან საბერძნეთში – როგორია ექსპერტთა გადაწყვეტილებები?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ექსპერტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 12 აპრილიდან საბერძნეთში გახსნის კიდევ ერთი ეტაპი დადგება. ნიკი კერამეოსმა ექსპერტთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ 12 აპრილიდან მთელ ქვეყანაში უმაღლესი სკოლები (ლიკიო) მაინც უნდა გაიხსნას.

როგორც უკვე ცნობილია, მოსწავლეებისთვის სავალდებულოა ყოველ კვირას სწრაფი ტესტის ჩატარება კორონავირუსზე და სწორედ ამის საფუძველზე, ითვლება, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელია.

ცხადია, საღამოს გაიმართება მინისტრთა შეხვედრა, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღება, ვინაიდან ექსპერტთა საბჭოსგან აღნიშნული სკოლების გახსნას “მწვანე შუქი” აქვს.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილიდან მუშაობა განაახლეს მაღაზიებმა, Click Away-სა და Click Inshop-ის მეთოდებით.

მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს სკოლების გახსნა, ხოლო შემდეგ ეტაპზე უკვე განიხილება სააღდგომოდ მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილების დაშვების საკითხი.

onalem

ტესტ