fbpx
საბერძნეთი

მაღაზიების მუშაობის ახალი გრაფიკი საბერძნეთში – რა იცვლება 22 აპრილიდან?!

ათენის სავაჭრო ასოციაციის წარმომადგენლობა ახალი გრაფიკის შესახებ იუწყება, რომლითაც მაღაზიები იმუშავებენ. ცვლილებები უკავშირდება სააღდგომო პერიოდს და ძალაში შედის 22 აპრილიდან.

მაღაზიები 22 და 23 აპრილს იმუშავებენ დილის 09:00 საათიდან საღამოს 20:30 საათამდე, იგვე გრაფიკი იქნება ვნების კვირაში, ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს.

*რაც შეეხება, კვირას, 25 აპრილს, მაღაზიები ღია იქნება დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს, 24 აპრილს, იმუშავებენ დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე.

წითელ პარასკევს მაღაზიები ღია იქნება 13:00 საათიდან 19:00 საათამდე.

როგორც ასოციაცია აცხადებს, 2, 3 და 4 მაისს მაღაზიები დაკეტილი იქნება.

 

 

 

onalem

ტესტ