fbpx
საბერძნეთი

როდის უქმდება SMS-ით გადაადგილება საბერძნეთში ?! ნახეთ თარიღები

SMS-ის გაგზავნის საშუალებით გადაადგილება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თითქმის არავინ გადის გარეთ ისე, რომ რომელიმე ფიცრი არ ჰქონდეს გაგზავნილი, საჭიროების შესაბამისად, იმისთვის, რომ 300 ევროიანი ჯარიმა თავიდან იქნეს არიდებული.

საბერძნეთის ციფრული პოლიტიკის მინისტრის მოადგილემ, გიორგოს გეორგანტასმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე ისაუბრა SMS-ის გაგზავნის ვალდებულების მოხსნაზე და დაასახელა სავარაუდო თარიღები, თუ როდის შეიძლება მოხდეს ეს.

“თუკი კაფეები და რესტორნები გაიხსნება და დაშვებული გახდება მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილება, SMS-ის გაგზავნა ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნება და შესაბამისად, გაუქმდება კიდეც. ვფიქრობ, რომ ეს მოხდება მაისის თვეში. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ვალდებულება მოიხსნება, მოსახლეობამ მაინც უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე მომდევნო 1 თვის მანძილზე,” თქვა გეორგანტასმა.

ამრიგად, ვინაიდან 10 მაისისთვის მოსალოდნელია კაფეების და ტავერნების გახსნა, სავარაუდოდ, ამავე პერიოდში გაუქმდება SMS-ებით გადაადგილება და მოსახლეობა გარეთ გასვლას თავისუფლად შეძლებს.

ცხადია, ოფიციალური გადაწყვეტილებები ჯერ არ მიღებულა და ექსპერტთა ჯგუფის სხდომა მომდევნო კვირისთვის არის დაგეგმილი.

onalem

ტესტ