fbpx
საბერძნეთი

უჩვეულოდ თბილი ნოემბერი საბერძნეთში – ევროპის ორ წერტილში ტემპერატურებს შორის სხვაობა 65 გრადუსია

სინოპტიკოსმა საკის არნაუტოღლუმ შთამბეჭდავი დაკვირვება გააკეთა სამხრეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ ტემპერატურაზე, იმის ფონზე, რომ საბერძნეთში ნოემბრის თვის შუა რიცხვები გვაქვს და ჯერ კიდევ არ ჩაგვიცვამს ზამთრის თბილი სამოსი. მისი მონაცემების მიხედვით, ევროპის ამ ორ წერტილს შორის სხვაობამ არც მეტი, არც ნაკლები, 65 გრადუსს მიაღწია.

მაშინ, როცა ესპანეთში ფიქსირდება 33,2 გრადუსი, შვედეთში ჰაერის ტემპერატურა დაცემულია -32,5 გრადუსამდე. ევროპა ზოგადად განიცდის სერიოზულ კრიზისს, რადგან სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ესპანეთში როგორც უკვე აღვნიშნეთ დაფიქსირდა 33,2 გრადუსი, რაც მიმდინარე თვისთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპას შორის ტემპერატურული სხვაობა 65 გრადუსსაც კი აჭარბებს, რაც ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, შესაძლოა წარსულშიც ფიქსირდებოდა პერიოდულად მსგავსი შემთხვევები, მაგრამ ეს ნამდვილად არ შეესაბამება ნორმას და წარმოადგენს გამონაკლისს.

საბერძნეთში მიმდინარე კვირაში მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი, სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ შემოდგომის სუსხი სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან შეიძლება ვიგრძნოთ, ხოლო პარასკევიდან მოსალოდნელია ნალექი.

onalem

ტესტ