fbpx
საბერძნეთი

100-დან 3.000 ევრომდე მიღების მიზნით ბერძნებს ათასობით “საჩივარი” შეაქვთ ყალბ ქვითრებთან დაკავშირებით

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ამოქმედდა სისტემა, რომელიც ბიზნესის მიერ გაცემულ ყალბ ქვითარს ამოიცნობს და ამის შესახებ საჩივრის განთავსებაც შესაძლებელია. როგორც ΕΦΟΡΙΑ-მ განმარტა, ადამიანები, რომლებიც ყალბი ქვითრების შესახებ დააფიქსირებენ საჩივარს, ბონუსის სახით მიიღებენ 100-დან 3.000 ევრომდე, გააჩნია, თუ რა სახის ქვითარზე დაფიქსირდება საჩივარი.

როგორც კი აღნიშნული სისტემა გაიხსნა, როგორც ჩანს, ბერძნები საკმაოდ გააქტიურდნენ და სულ მოკლე ხანში ათასობით “საჩივარი” შეიტანეს, ყალბი ქვითრების შესახებ, რათა აღნიშნული თანხა მიიღონ.

ამ დროისთვის მოქმედებს აპლიკაცია, APODIXI, რომელიც ტელეფონში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და ქვითრის ნამდვილობა შეამოწმოთ, მეორეს მხრივ კი, შექმნილია დამატებითი პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება, საჩივრის შეტანა, ანონიმურადაც და ვინაობის მითითებითაც. პლატფორმა შემდეგია: https://www.aade.gr/sites/default/files/kataggelies/

თანხის მინიმალური რაოდენობა, რომელიც მომხმარებელმა შეიძლება მიიღოს, არის 100 ევრო, ხოლო მაქსიმალური, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 3.000 ევრო.

onalem

ტესტ