fbpx
საბერძნეთი

კონტროლი ომონიაზე, აგიოს პანტელეიმონაზე, პატისიონსა და კიფსელზე – პოლიციამ 30 არალეგალი დააკავა

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სპეციალური ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ათენის ცენტრალურ უბნებში ჩატარდა, 30 პირი დააკავა – ყველა მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

როგორც ირკვევა, ოპერაცია რამდენიმე დღის მანძილზე მიმდინარეობდა და საუბარი არ არის მხოლოდ ერთი დღის მანძილზე განხორციელებულ რეიდებზე. ის ჯერ კიდევ 5 ივნისს დაიწყო და გუშინ, 29 ივნისს დასრულდა შემდეგ უბნებში: ომონია, აგიოს პანტელეიმონა, პატისიონი, კიფსელი, კალითეა, აკროპოლი.

ოფიცრებმა აიყვანეს 30 ადამიანი, რომელთაგან არცერთს არ აღმოაჩნდა საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად, განყოფილებაში გადაიყვანეს და დაიწყო დეპორტაციისთვის საჭირო ფორმალური პროცედურები.

როგორც საბერძნეთის პოლიციის ცენტრალური შტაბის წარმომადგენლობა იუწყება, მსგავსი ტიპის ოპერაციები აქტიურად გაგრძელდება.

onalem

ტესტ