fbpx
საბერძნეთი

პედიონ ტუ არეოს პარკში თავის ქალა იპოვეს – გამოძიება ვარაუდობს, რომ ის 2015 წელს მოკლულ 4 წლის ანის ეკუთვნის

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის ცენტრში, პედიონ ტუ არეოს პარკში თავის ქალა იპოვეს. საზარელი სურათის წინაშე დასუფთავების თანამშრომელი დადგა, რომელიც აღნიშნულ პარკს ალაგებდა და თავის ქალა ერთ-ერთ ხეზე იპოვა.

როგორც ირკვევა, გამოძიება დაიწყო და წინასწარი ცნობებით, განიხილება ვარაუდი, რომ ის ეკუთვნის 4 წლის ანის, რომელიც საკუთარმა მამამ 2015 წელს მოკლა და როგორც აღიარა, ცხედარი დაანაწევრა და ათენის სხვადასხვა უბნებში დატოვა. შესაძლებელია, რომ თავის ქალა სწორედ ამ ტერიტორიაზე დადო და სწორედ ახლა იპოვეს, 8 წლის შემდეგ.

თავად ოჯახი მიხაილ ვოდას ქუჩაზე ცხოვრობდა, ბავშვის დედა გერმანიაში იმყოფებოდა და 4 წლის ანი მამას ჰყავდა დატოვებული. როდესაც ქალი საბერძნეთში დაბრუნდა და ბავშვი მოიკითხა, მამაკაცმა უთხრა, რომ სასეირნოდ ყოფნისას დაკარგა, მაგრამ მოგვიანებით თქვა, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო და როდესაც გაიღვიძა, ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდა, შემდეგ პანიკაში ჩავარდა და გადაწყვიტა, ცხედარი დაენაწევრებინა.

მაშინ 27 წლის მამაკაცი დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ანის დედამ კი საბერძნეთი დატოვა.

პარკში ნაპოვნი თავის ქალა შესაბამის ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი და პოლიცია ელოდება დასკვნას.

onalem

ტესტ