fbpx
საბერძნეთი

ათენი: ხმაურით შეწუხებულმა ბებომ კონცერტზე შეკრებილ ხალხს აივნიდან წყალი გადაასხა (ვიდეო)

სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ასხამს ხმაურით შეწუხებული ბებო აივნიდან წყალს კონცერტზე შეკრებილ ხალხს.

როგორც ირკვევა, შემთხვევა პალეო ფალიროში მოხდა, სადაც ნიკოლა რაპტაკის კონცერტი მიმდინარეობდა და როგორც მომღერალი ამბობს, მერიიდან აღებული ჰქონდათ ნებართვა, რომ აღნიშნული კონცერტი გამართულიყო, თანაც მხოლოდ საათნახევარი გაგრძელდა, დაახლოებით 22:00 საათამდე.

ჩანს, რომ იქვე მცხოვრები ბებო ხმაურით ძალიან შეწუხდა და გადაწყვიტა, რომ პროტესტი გამოეხატა და შეკრებილი საზოგადოება რაიმე გზით დაეშალა. მან წყლით სავსე ვედრო გამოიტანა და იქ მყოფ ხალხს გადაასხა.

“სიმართლე რომ ითქვას, სახლში ჩემს კატებთან ერთად მყუდროდ რომ ვმჯდარიყავი, ალბათ, მეც იგივეს გავაკეთებდი,” წერს იუმორით რაპტაკი.

იხილეთ ვიდეო:

@nikolasraptakis Πως τη γλιτωσαμε την ηλεκτροπληξία #fyp ♬ πρωτότυπος ήχος – Nikolas Raptakis

onalem

ტესტ