fbpx
საბერძნეთი

გიოლა – ბუნებრივი აუზი კუნძულ თასოზე, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს

გიოლა მწვანე კუნძულის, თასოს საგანძურია, რომლის ნახვის შემდეგაც ის მუდმივად დარჩება თქვენს გონებაში. ეს არ არის კლასიკური ტიპის სანაპირო, რომელსაც ყველგან შეხვდებით, ეს არის კლდოვან ლანდშაფტში ბუნებრივად წარმოქმნილი აუზი, მარილიანი მწვანე წყლით.

თასო იმ კუნძულებს შორის არის, რომელმაც მოახერხა ვიზიტორების მოხიბვლა თავისი მდიდარი, მწვანე პეიჟაზებით და საოცარი სანაპიროებით. მაგრამ გიოლა მაინც სულ სხვა სამყაროა და ის გახდა მიზეზი, რომ თასო ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვის მთავარ დანიშნულების ადგილად არის ქცეული.

ეს ბუნებრივი აუზი საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა, 3 მეტრის სიღრმეზე მისი წყლები გაცილებით უფრო თბილია, ვიდრე ზღვის წყალი.

onalem

ტესტ