fbpx
საბერძნეთი

აღდგომის საჩუქარი საბერძნეთში: ხელფასის ნახევარი თანამშრომლებს 12 აპრილამდე უნდა დაერიცხოთ

აღდგომა ახლოვდება და შესაბამისად ახლოვდება დღეც, როდესაც დამსაქმებლებმა საკუთარ თანამშრომლებს სააღდგომო საჩუქარი უნდა დაურიცხონ. ვინაიდან წელს აღდგომა 16 აპრილს უწევს, თანამშრომლებმა კუთვნილი თანხები უნდა მიიღონ არაუგვიანეს 12 აპრილისა. ანუ თუ დამსაქმებელმა ოფიციალურად მომუშავე თანამშრომელს თანხა 12 აპრილამდე არ დაურიცხა, ეს კანონდარღვევად ითვლება.

ცხადია, დამსაქმებლები არ არიან შეზღუდულები, რომ თანხები გაცილებით ადრე დარიცხონ, მთავარია, რომ არ მოხდეს დაგვიანება. საჩუქარი უნდა იყოს მხოლოდ ფინანსური და დაირიცხოს საბანკო ანგარიშზე.

თანხის რაოდენობა გამოითვლება სამუშაო სტაჟის მიხედვით. თუ თანამშრომელი დასაქმებულია 1 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, ამ შემთხვევაში ეკუთვნის ხელფასის ნახევარი.

აღსანიშნავია, რომ დამსაქმებლები ვალდებულნი არიან თანხები გადაიხადონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი მუშაობს კონტრაქტით (სიმვასი ერღასიას), ხოლო იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც მუშაობენ ოჯახებში და არ აქვთ კონტრაქტი (მუშაობენ ერგოსიმოებით), დამსაქმებლები ვალდებულნი არ არიან დარიცხონ საჩუქარი, ვინაიდან მათი სამუშაო ითვლება დღიურად და არა კონტრაქტის მიხედვით გაწერილი ვადებით.

onalem

ტესტ