fbpx
საბერძნეთი

ომონიაზე დააკავეს ემიგრანტი მამაკაცი, რომელმაც 15 წლის გოგონა გაიტაცა – მოზარდი ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული.

როგორც ირკვევა, ის ოფიცრებმა ომონიაზე 15 წლის გოგონას გატაცებისთვის დააკავეს, ხოლო შემდეგ ნარკოტიკული საშუალებებიც აღმოუჩინეს.

პოლიციას მოზარდის დედამ შეატყობინა, რომელმაც რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ შვილი ერთ-ერთ სასტუმროში იპოვა. ჩანს, რომ გოგონა ამ სასტუმროში ავღანელ მამაკაცთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. სწორედ ამის შემდეგ დარეკა ქალმა პოლიციაში და ოფიცრებმა დამნაშავეს ომონიაზე მიაგნეს.

გამოძიების შედეგად ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს თავად სასტუმროს ნომერშიც, რომელთა ფლობაც ავღანელმა მამაკაცმა ვერაფრით დაასაბუთა, შესაბამისად, მის წინააღმდეგ საქმე გატაცებისა და ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით აღიძრა.

onalem

ტესტ