fbpx
საბერძნეთი

ათენში ხვალ, 7 აპრილს, ავტობუსები არ იმუშავებენ 11:00 საათიდან 16:00 საათამდე

ათენში ავტობუსების მძღოლები მთელი კვირაა გაფიცვებს აცხადებენ. შესაბამისად, ისინი 5 საათით არ იმუშავებენ არც ხვალ, 7 აპრილს.

კერძოდ, პარასკევს ავტობუსები არ იმოძრავებენ 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, ხოლო ყველა დანარჩენი ტრანსპორტი იმოძრავებს ჩვეულ რეჟიმში.

აღსანიშნავია, რომ 7 აპრილის გაფიცვა დადასტურებულია მხოლოდ ავტობუსებთან დაკავშირებით და ტროლეიბუსებს არ ეხებათ.

თუკი რაიმე ცვლილება შევა, ამ კუთხით, მედია უახლოეს საათებში გაავრცელებს ცნობებს.

 

onalem

ტესტ