fbpx
საბერძნეთი

შოკი საბერძნეთში – 21.000-სზე მეტი ინფიცირებული დღეს და შეზღუდვების დაწესების დაჩქარება

დღეს, 28 დეკემბერს, საბერძნეთში შოკისმომგვრელი რიცხვი ფიქსირდება – გამოვლინდა 21.657 ახალი ინფიცირებული. მსგავსი რიცხვი საბერძნეთს არა თუ არ ახსოვს, არამედ ექსპერტთა საბჭო არ მოელოდა, რომ არა ომიკრონის შტამი.

როგორც ჩანს, ახალმა ვარიანტმა იფეთქა და საბერძნეთში ინფიცირების შემთხვევათა უეცარი, უკონტროლო ზრდა გამოიწვია. ექსპერტთა შეფასებით, ამ მუტაციის გამო ვითარების დამძიმება მოსალოდნელი იყო და რამდენიმე კვირაში ის უკვე დომინანტური გახდება.

ატიკის რეგიონი ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაშია, 9.882 ინფიცირებულით, ბოლო 24 საათში. ეს რიცხვი, ფაქტობრივად, გუშინ მთელ ქვეყანაში საერთო ჯამში დაფიქსირდა, დღეს კი მხოლოდ ატიკის რეგიონში.

გამორიცხული არ არის, რომ საბერძნეთში შემზღუდველი ზომები ამოქმედდეს 3 იანვრამდე.

onalem

ტესტ