fbpx
საზოგადოება

“მოდით, გავიკეთოთ ვაქცინა! ბოდიშს ვიხდი, რომ უარზე ვიყავი” – 50 წლის მამაკაცის დრამატული მიმართვა

ბატონი ნიკოლას არმანიდი სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა რეანიმაციული განყოფილებიდან და მის გარაჩენას, როგორც თავად, ასევე ექიმები, სასწაულს უწოდებენ, რადგან ვაქცინირებული არ იყო.

50 წლის მამაკაცი, რომელიც 18 დღე იბრძოდა საკუთარი სიცოცხლისთვის, საბოლოოდ გამარჯვებული გამოვიდა, მაგრამ მის ფილტვებს საკმაო ზიანი მიადგა. მისი მიმართვა საზოგადოების მიმართ დრამატულია, არმანიდი ბოდიშს იხდის, რომ ინტერნეტში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის სჯეროდა და აცრის წინააღმდეგი იყო.

“ვერაფერს ხვდები. ეს უეცრად მოდის, სრულიად მოულოდენლად და ფეხქვეშ მიწა გეცლება, მაგრამ სამწუხაროდ, მაგ დროისთვის უკვე გვიანია. ჩემი რენტგენი რომ ნახოთ, იფიქრებთ, რომ 150 წელია თამბაქოს ვეწევი.

არა მხოლოდ აუცრელი, არამედ ანტივაქსერიც ვიყავი. მჯეროდა ყველა დეზინფორმაციის, რომელსაც ვკითხულობდი, მაგრამ ეს ყველაფერი თაღლითობა ყოფილა. მოდით, გავიკეთოთ ვაქცინა. ვენდოთ მეცნიერებას! ბოდიშს ვიხდი, რომ უარვყოფდი ვაქცინის მნიშვნელოვნებას,” ამბობს მამაკაცი.

როგორც ექიმები აცხადებენ, ბატონი ნიკოლას რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ რთული და ხანგრძლივი იქნება.

onalem

ტესტ