fbpx
საზოგადოება

“ცხოვრებას, რომელიც კოვიდამდე გვქონდა, ვერ დავუბრუნდებით, თუმცა, აღდგომის შემდეგ შეზღუდვები იხსნება” – თანოს პლევრი

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრიმ, ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ზომების შემსუბუქებაზე ისაუბრა, რომელიც საბერძნეთში აღდგომის შემდეგ არის მოსალოდნელი. თუმცა, პარალელურად, აღნიშნა, რომ აკრძალვებისგან გათავისუფლება არ ნიშნავს პანდემიის დასასრულს.

“ვერ ვიტყვით, რომ პანდემიამდელ ცხოვრებას დავუბრუნდებით, რადგან კორონავირუსი კვლავ ჩვენს შორის არის. უბრალოდ, მაისიდან მოსალოდნელია პანდემიის რეგრესი და დეესკალაცია.

უნდა აღვნიშნო, რომ ამ დროისთვის ვაქცინირებული ადამიანებისთვის შეზღუდვენი თითქმის აღარ არსებობს, გარდა პირბადის ტარების ვალდებულებისა. თუმცა, ზაფხულიდან მთელ მოსახლეობას უკვე შევთავაზებთ ახალ ჩარჩოს, დახურულ და ღია სივრცეებზე წვდომა შესაძლებელი იქნება სხვა პირობებით, ვაქცინაციის სერთიფიკატების გარეშე.

მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ვიყოთ ფრთხილად, არ არის საჭირო სწრაფი ნაბიჯების გადადგმა. ყველა ის ზომა, რომელიც ზაფხულში მოიხსნება, ისევ გადაიხედება შემოდგომაზე და მოსალოდნელია მათი აღდგენა, საჭიროების შემთხვევაში.

ამას გარდა, ღიად ვტოვებთ მე-4 დოზის მიღების რეკომენდაციის საკითხს, რომელიც მთელ მოსახლეობაზე იქნება გათვლილი.”

onalem

ტესტ