fbpx
საბერძნეთი

როდის უნდა დაირიცხოს სააღდგომო საჩუქარი საბერძნეთში?!

აღდგომის დღესასწაული ახლოვდება და კერძო სექტორის თანამშრომლებს შეეძლებათ, რომ ოჯახებში გარკვეული ფინანსური პრობლემები მცირედით მაინც შეიმსუბუქონ.

მოქმედი კანონმდებლობით, კერძო სექტორში ოფიციალურად მომუშავე ყველა თანამშრომელს აქვს უფლება, მიიღოს სააღდგომო საჩუქარი, მუშაობს ის სრულ თუ ნახევარ განაკვეთზე.

რომელ დღეს უნდა ჩაირიცხოს თანხა?!

წესით დამსაქმებელმა თანამშრომელს სააღდგომო საჩუქარი ოთხშაბათს უნდა ჩაურიცხოს, ამ შემთხვევაში იგულისხმება 20 აპრილი. თუმცა, ცხადია, დამსაქმებელს გაცილებით ადრეც შეუძლია თანხის გადაცემა თანამშრომლისთვის.

სააღდგომო საჩუქარს უნდა ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ ფულადი სახე და არ შეიძლება იყოს მატერიალური ნივთი. თანხის რაოდენობა ყოველთვის ითვლება ყოველი წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე მუშაობის გაანგარიშებით. თუ თანამშრომელი მთელი აღნიშნული პერიოდი მუშაობდა, მას ეკუთვნის ხელფასის ნახევარი, თუ აქვს ფიქსირებული ხელფასი, ხოლო თუ ხელფასს იღებს დღეების მიხედვით, ამ შემთხვევაში ეკუთვნის 15 დღის თანხა.

onalem

ტესტ