fbpx
პოლიტიკა

“ბარბაროსობის ეპოქას ვერ დავუბრუნდებით! 21-ე საუკუნეში მიუღებელია სამხედრო მიზნების მისაღწევად მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა” – ნიკოს დენდიას

ნიკოს დენდიამ დელფის ფორუმზე მკაფიო მესიჯები გააგზავნა რუსეთის მისამართით და მათ ქმედებებს ბარბაროსობა უწოდა.

“საბერძნეთს განსაკუთრებული ინტერესი აქვს შავი ზღვის სანაპირო ზოლის მიმართ, იქ საუკუნეების მანძილზე არსებობს ბერძნული საზოგადოება. ესენი არ არიან ადამიანები, რომლებიც საბერძნეთიდან 10, 20 ან 30 წლის წინ წავიდნენ, ან წავიდნენ ეკონომიკური კრიზისის გამო. მე გამოვედი ინიციატივით, რომ წავიდე და წავიღო ჰუმანიტარული დახმარება მარიუპოლშიც, როგორც ეს ოდესაში გავაკეთე. რუსეთმა ამის უფლება არ მოგვცა და მე მაქვს ვარაუდი, რატომ! ზუსტად იმიტომ, რომ არ გვენახა ის, რაც იქ ხდება. მაგრამ ის სურათი, რომელიც გადმოგვცა ბერძენმა კონსულმა, საერთოდ, საერთოდ, საერთოდ არ არის კარგი. ის ბოლო წავიდა ადგილიდან.

ამრიგად, ჩვენ სხვა 37 ქვეყანასთან ერთად უკვე მოთხოვნილი გვაქვს გამოძიება სასამართლოსგან, მაგრამ ვალდებულები ვართ, მოვითხოვოთ გამოძიება კონკრეტულად ამ ქალაქთან დაკავშირებით.

წარმოუდგენელია, 21-2 საუკუნეში ნადგურდებოდეს ქალაქები, იხოცებოდეს მშვიდობიანი მოსახლეობა, სამხედრო მიზნების მიღწევის სახელით. ეს სრულიად მიუღებელია! არ შეგვიძლია დავბრუნდეთ 19-ე და 20-ე საუკუნეში! არ შეიძლება ქალაქები უდაბნოებად იქცეს, დაბომბვების გამო! არ შეიძლება იხოცებოდნენ შეუარაღებელი ადამიანები! არ შეიძლება ევროპულ მიწაზე დაქირავებული ჯარისკაცები მოდიოდნენ! არ შეიძლება დავბრუნდეთ ბარბაროსობის ეპოქაში. ხაზი უნდა იყოს ფართო!”

onalem

ტესტ