fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში დღეიდან ამინდი იცვლება – ნახეთ, რომელ რეგიონებშია მოსალოდნელი წვიმა

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან საბერძნეთში საზაფხულო ამინდი საშემოდგომოთი იცვლება. ქვეყნის უმეტეს რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით.

კერძოდ, 10 აპრილს ამინდი შეიცვლება ჩრდილო-დასავლეთით, მოსალოდნელია ნალექი. ფენომენი ნელ-ნელა გავრცელდება ჩრდილოეთითაც, თესალიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე, არსებობს ალბათობა იწვიმოს ევიისა და სპორადესის კუნძულების ტერიტორიაზეც.

ასმას გარდა, სინოპტიკოსები სეტყვას პროგნოზირებენ იპიროს, თესალიისა და ცენტრალური მაკედონიის ტერიტორიებზე. ჩრდილოეთით მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვა.

ატიკის რეგიონში, შესაბამისად, ათენში, ამინდის გაუარესება არ არის მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი, 21 გრადუსამდე აიწევს, თესალონიკშიც იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდება, თუმცა, საღამოს მოსალოდნელია წვიმა.

 

onalem

ტესტ