fbpx
საბერძნეთი

ბერძნები ვერტმფრენებს ქირაობენ, რომ პოლიციის საგზაო კონტროლს თავი აარიდონ – 5.000 ევრო მიკონომდე

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის პოლიცია აქტიურ რეჟიმში მუშაობს ქალაქის გასასვლელებთან, რათა მძღოლების გადაადგილება გააკონტროლონ. სწორედ ამიტომ, ბერძნებმა, რომელთაც საკმაოდ დიდი შემოსავლები აქვთ, სხვა ხერხს მიმართეს და ახლა უკვე ვერტმფრენებს ქირაობენ, რომ კუნძულებსა და სოფლებში წავიდნენ.

ირკვევა, რომ ერთი გამგზავრება კოსმოპოლიტური კუნძულის, მიკონოს მიმართულებით, 5.000 ევრო ჯდება. ვერტმფრენები სხდებიან ცენტრისგან მოშორებით მდებარე ტერიტორიებზე და იქიდან აჰყავთ მგზავრები, რომელთაც არც ტესტი აქვთ გაკეთებული და არც რაიმე სახის დოკუმენტი გააჩნიათ. დაახლოებით 2 საათში ისინი უკვე დანიშნულების ადგილას არიან.

“ისინი ახორციელებენ ფრენებს, კომპენსაციის სანაცვლოდ, რაც არის აბსოლუტურად უკანონო. გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ აქვთ სპეციალური ლიცენზია, ეს ნიშნავს, რომ არ აქვთ არც გარანტია და არც შესაბამისი სტარდარტები. ხალხი, რომელსაც აქვს დიდი შემოსავალი, ამ გზით მიფრინავს აბსოლუტურად ყველგან,” ამბობს სამოქალაქო ავიაციის პილოტი, მანოლის მაკრინოსი.

onalem

ტესტ