fbpx
პოლიტიკა

“საბერძნეთი საერთაშორისოდ აგებს პასუხს თავის ქმედებებზე” – რეჯეფ ტაიპ ერდოღანი

“საბერძნეთი პასუხს აგებს თავის ქმედებებზე, რადგან ეს საერთაშორისო სკანდალია,” აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და ამ სიტყვებით ათენიდან ლიბიის ელჩის გაძევებას ეხმაურება. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდა, რაც თურქეთსა და ლიბიას შორის საზღვაო ტერიტორიების უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ტელევიზია TRT-სთან საუბრისას, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შეიძენს კიდევ ერთ საბურღ გემს, რომლითაც სამუშაოები გაგრძელდება შავ ზღვასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზვისპირეთში.

“კვიპროსი, საბერძნეთი, ეგვიპტე და ისრაელი ვერ შექმნიან ბუნებრივი აირის გადამცემ ხაზს თურქეთის თანხმობის გარეშე. სწორედ ეს წერია ახალ შეთანხმებაში. ხოლო სხვა საერთაშორისო ძალებს არ აქვთ უფლება გაბურღვის სამუშაოები ჩაატარონ თურქეთის მიერ “მონიშნულ” ადგილებში, ლიბიასთან შეთანხმების შესააბმისად.”

როგორც მევლუთ ჩავუშოღლუ ამბობს, 2020 წელს 5 თურქეული გემი მუშაობას შეუდგება და თხრას კრეტასთან ძალიან ახლოს დაიწყებენ.

“ჩვენ მეგობრული ურთიერთობების საფუძველზე ორმა ქვეყანამ საზღვრები გავაერთიანეთ. თუკი საბერძნეთს რაიმეს გაკეთება უნდა აღნიშნულთან დაკავშირებით, შეუძლიათ, რომ ლიბიაში ჩავიდნენ.”

onalem

ტესტ